Archive for ივლისი, 2015

8cbb683303b0

მსოფლიოში პირველი კომპიუტერი ENIAC  (Electronic Numerical Integrator And Computer ) 1946 წელს ამერიკაში ამუშავდა. იდეის ავტორები ამერიკელი მეცნიერები ჯონ მოუჩი და ჯონ პრესფერ ეკერტი იყვნენ.  მანქანის შექმნა ნახევარი მილიონი დოლარი დაჯდა. აგრეგატს აწყობდნენ 1943-დან 1945 წლამდე, როცა ევროპაში მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა. პირველი კომპიუტერი სწორედ ამერიკული არმიისთვის შეიქმნა და არტილერიისა და ავიაციის ბალისტიკური მონაცემების დაანგარიშებისთვის იყო განკუთვნილი.  მოგვიანებით მას კოსმოსური რადიაციის კვლევებისთვის და წყალბადის ბომბის პროექტირებისთვისაც იყენებდნენ. ENIAC -ი 85კვ.მ. ფართობს იკავებდა, 28 ტონას იწონიდა, 1800 ლამპისგან შედგებოდა, 150 კვტ ენერგიას მოიხმარდა და Chrysler-ის საავიაციო ძრავით გრილდებოდა.

                                                 კომპიუტერის შექმნის და განვითარების ისტორია

 XX საუკუნეში ელექტრონიკის დარგში გაკეთებულმა აღმოჩენებმა ტექნოლოგიურ რევოლუციამდე მოგვიყვანა და ცხოვრების წესი შეგვიცვალა.

 წინათ ინფორმაცია ქაღალდზე – წიგნებში, გაზეთებსა თუ ჟურნალებში ინახებოდა. მათ შესანახად საჭირო იყო დიდი სისტემები და ბიბლიოთეკები.

 XX საუკუნის დასაწყისში დაიწყეს ექსპერიმენტები ელექტრონიკის დარგში. მეცნიერებმა გამოიგონეს ელექტრონული ლამპები, რომელთაც შეეძლოთ ემართათ ელექტროდების სუსტი ნაკადი. ლამპებს პირველად რადიომიმღებში სიგნალის გასაძლიერებლად იყენებდნენ. 40-იან წლებში ლამპები გამოიყენეს პირველი კომპიუტერის ასაგებად. ამ “ვეება მანქანას”  მთელი ოთახი ეჭირა, მაგრამ ანგარიშის გარდა არაფერი შეეძლო.

  1958 წელს მიკროსქემა – ჩიპი გამოიგონეს. ეს რამდენიმე მილიმეტრის სისქის სილიციუმის (კაჟის) თხელი ფირფიტაა. მიკროჩიპი ასობით ელექტრულ წრედს შეიცავს და თითქმის ყველა მანქანის მართვა შეუძლია, თუკი სათანადოდ იქნება დაპროგრამებული.

  მიკროსქემის გამოგონებამ შესაძლებელი გახადა უფრო პატარა, სწრაფი და მძლავრი კომპიუტერების აგება. თანამედროვე კომპიუტერს ანგარიშის გარდა, ინფორმაციის სწრაფი მოძებნა და დამახსოვრება შეუძლია. კომპიუტერი ერთ წამში გადაათვალიერებს ელექტრონული ხერხით დამახსოვნებულ მთელ ბიბლიოთეკას და ნებისმიერი წიგნის საჭირო გვერდს გიჩვენებთ.

   პრაქტიკულად, კომპიუტერი გამოიყენება თანამედროვე ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში.

ჩვენ და კომპიუტერი

Posted: ივლისი 31, 2015 in Uncategorized

კომპიუტერი ჩვენს ცხოვრებაში დღესდღეობით, დიდ როლს თამაშობს, მისი უარყოფითი მხარეების მიუხედავად ის ძალზე აქტუალურია.თუ გავითვალისწინებთ დღევანდელობას და ტექნოლოგიური მიღწევების სწრაფად შემოჭრას ჩვენს საქმიანობაში,შეძილება დავასკვნათ, რომ დღეს ის იმარჯვებს ვინც მეტ ინფორმაციას ფლობს, ამაში კი კომპიუტერსაც დიდი წვლილი მიუძღვის…
ასე, რომ მთავარია კომპიუტერის შესაძლებლობები მიზანმიმართულად გამოვიყენოთ და ამ შემთხვევაში ის უარყოფითი მხარეები იარსებებს.